Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში განახლდა რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი


გაეროს ჰააგის ტრიბუნალმა განაახლა ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაურის, რატკო მლადიჩის სასამართლო პროცესი. პროცესი გასულ ხუთშაბათს, მლადიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, თუმცა ბოლო სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეჭვმიტანილს შეუძლია პროცესზე დასწრება. მლადიჩს წაყენებული აქვს ბოსნიელი მაჰმადიანების გენოციდის ბრალდება. ყოფილი გენერალი ბრალდებას უარყოფს. მლადიჩი 16 წელიწადი ემალებოდა მართლმსაჯულებას და ამ დროის განმავლობაში გადაიტანა ორი ინსულტი.
XS
SM
MD
LG