Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილი შეხვდა ილჰამ ალიევს


აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. ალიევმა აღნიშნა, რომ მერაბიშვილის ვიზიტი იძლევა შესაძლებლობას, მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრონ ორ ქვეყანას შორის კავშირების განვითარებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში. ვანო მერაბიშვილმა კი კმაყოფილება გამოთქვა, რომ მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში სწორედ აზერბაიჯანში შედგა.
XS
SM
MD
LG