Accessibility links

ტორონტოში სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა


კანადის უდიდეს ქალაქ ტორონტოში ორი ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაიჭრა სროლისას, რომელიც წვეულების დროს დაიწყო. კანადის პოლიციის ცნობით სროლა სტუმრებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მოკლულია 20 წლის ბიჭი და 19 წლის გოგონა. დაშავებულთა შორისაა ჩვილი ბავშვი. ტორონტოს პოლიციის შეფის, ბილ ბლერის თქმით, ეს ყველაზე სერიოზული ინციდენტია ქალაქის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG