Accessibility links

logo-print

ირანი და თურქმენეთი ვაჭრობას გააფართოებენ


კასპიის ზღვისპირა ქვეყნების, ირანის და თურქმენეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გააფართოებენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალი აქბარ სალეჰის თქმით, შუა აზიის მეზობელ სახელმწფოსთან ვაჭრობას თეირანი ათ მილიარდ დოლარამდე გაზრდის, შარშანელ ხუთ მილიარდთან შედარებით. ეს სალეჰიმ განაცხადა თავის თურქმენ კოლეგასთან, რაშიდ მარედოვთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ორშაბათს. ირანის წარმომადგენლებმა ვაჭრობის სფეროში განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან თურქმენეთს შესთავაზონ ტექნიკური და საინჟინრო მომსახურეობა, თურქმენეთში ენერგოსექტორის განვითარებისა და სამშენებლო სფეროსთვის. ეს შეხვედრა გაიმართა დასავლეთის ქვეყნების მიერ ირანისთვის სანქციების გამკაცრების ფონზე. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს; მარედოვმა ირანს თურქმენეთის „ყვალაზე ახლო და საუკეთესო მეზობელი“ უწოდა. მისივე თქმით, სანქციების მსგავსი „მარგინალური საკითხები“ ორ ქვეყანას შორის კავშირებზე გავლენას ვერ მოახდენს.
XS
SM
MD
LG