Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპარსეთის ყურის ინციდენტის გამო აშშ-ისგან ინდოეთს დამატებითი პასუხის მიღება სურს


ინდოეთმა განაცხადა, რომ აშშ-ისგან მოელის დამატებით პასუხებს სპარსეთის ყურის ინციდენტის გამო, როცა აშშ-ის სამხედრო ხომალდმა ცეცხლი გაუხნა მეთევზეების პატარა ნავს და ინდოეთის ერთი მოქალაქე მოკლა და სამი დაჭრა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წაარმომადგენლის თქმით, ინდოეთი რჩება აშშ-ის და არაბთა საამიროების ხელისუფლებთან კავშირში, რათა მეტი შეიტყოს დუბაის წყლებში ორშაბათს მომხდარი ინციდენტის შესახებ. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ მეთევზეთა ნავმა უგულვებელყო გაფრთხილება და დიდი სიჩქარით განაგრძობდა მოძრაობას, როცა აშშ-ის ხომალდი საწვავით მარაგდებოდა. პენტაგონი შეშფოთებით ეკიდება პატარა ნავების თავდასხმებს 2000 წლის შემდეგ, როცა ალ ყაიდამ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ნავი გამოიყენა აშშ-ის საესკადრო ნაღმოსან ხომალდ, „კოულზე“ თავდასხმისთვის, იემენში, ადენის ნავსადგურში.
XS
SM
MD
LG