Accessibility links

გარდაიცვალა ჩეხი მეცნიერი ანტონინ ჰოლი


75 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მეცნიერი ანტონინ ჰოლი, რომლის სამეცნიერო-კვლევითმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ანტივირუსული წამლების შექმნაში. პრაღის ორგანული ქიმიისა და ბიოქიმიის ინსტიტუტის თანახმად, სადაც ჰოლი 1960 წლიდან მუშაობდა, მეცნიერი გარდაიცვალა ხანგძლივი, გაურკვეველი დაავადების შედეგად. ჰოლის თანამონაწილეობით შეიქმნა ნივთიერებები, რომლებსაც იყენებენ იმუნოდეფიციტის ვირუსისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG