Accessibility links

გარდაიცვალა „დიპ პერპლის“ კიბორდისტი ჯონ ლორდი


ლონდონში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანული როკ ჯგუფის, „დიპ პერპლის“ კიბორდისტი და თანადამაარსებელი ჯონ ლორდი. ლორდის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, მუსიკოსს ფილტვის ემბოლია სჭირდა პანკრეასის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. ლორდი თანაავტორია „დიპ პერპლის“ არაერთი ლეგენდარული კომპოზიციისა, მათ შორის სიმღერისა Smoke On The Water. 2002 წელს ჯგუფის დატოვების შემდეგ ლორდს წარმატებული სოლო-კარიერა ჰქონდა.
XS
SM
MD
LG