Accessibility links

logo-print

შალვა ნათელაშვილი: პრეზიდენტი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამნაშავედ


ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრისთვის წარდგენილი მასალების შესწავლა და ანალიზი დაიწყო. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ლეიბორისტებმა სააკაშვილის პასუხისგებაში მისაცემად ჰააგაში მასალები 2010 წელს გაგზავნეს. ”ივანიშვილის მილიარდებით ხელისუფლებაში ძალადობით მოსული საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამნაშავედ და მის სინდისზეა დიქტატურა, რეპრესიები, ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ტერიტორიების დაკარგვა”, - განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, ლეიბორისტული პარტია არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ სააკაშვილი, ივანიშვილი და სხვები ტრიბუნალის წინაშე არ წარდგებიან. ამასთან, ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რა დრო დასჭირდება ჰააგის სასამართლოს მასალების შესასწავლად.
XS
SM
MD
LG