Accessibility links

logo-print

ივანიშვილის ინტერესებს დაიცავს იურიდიული კომპანია "სკადენი"


”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს დაიცავს საერთაშორისო იურიდიული კომპანია "სკადენი". კოალიციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი თბილისში შეხვდა კომპანიის ლონდონისა და ვაშინგტონის ოფისების ხელმძღვანელებს დევიდ ჰერლიხსა და გრეგორი გრეგს. კოალიციისავე ცნობით, ადვოკატი გრეგი 1998 წელს ხელმძღვანელობდა თეთრი სახლის იურისტთა ჯგუფს, 2009-2010 წლებში კი იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადი მრჩეველი. რაც შეეხება "სკადენს", ”ქართულ ოცნებაში” აღნიშნავენ, რომ ამ ცნობილი საერთაშორისო კომპანიის 126 იურისტი მსოფლიოს საუკეთესო იურისტთა ნუსხაშია. კოალიციის განცხადებით, ”სწორედ ეს იურიდიული კომპანია დაიცავს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, რომლის უფლებებიც დაირღვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და უახლოეს მომავალში დაიწყება დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში.”
XS
SM
MD
LG