Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი


საპარლამენტო არჩევნების თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა უზრუნველყოს არჩევნების ღირსეულად ჩატარება, სამართლიანობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვით. მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის ხელმოწერის შესახებ.
XS
SM
MD
LG