Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად ძიძიგური: ჩვენ საწევროების შეტანას გავაგრძელებთ


კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შსს მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში საუბარია პარტიული საწევროებისა და პირადი დანაზოგების მობილიზებაზე, რაც მერაბ კაჭახიძეს 18 აპრილს გამართულ პარტიულ სხდომაზე დაევალა. საწევროების მობილიზებას ზვიად ძიძიგური შექმნილ სიტუაციას და "დრაკონულ კანონებს" უკავშირებს. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძიძიგურმა ჟურნალისტებს წარუდგინა სხდომის ოქმი, რომელშიც საუბარია პარტიული საწევროების მობილიზების აუცილებლობაზე. "ჩვენ საწევროების შეტანას გავაგრძელებთ და პირდაპირ ეთერშიც შეგვიძლია ჩავატაროთ ისეთი სხდომა, რომელიც შსს-მ პერანგის ღილზე მიმაგრებული კამერით ჩაწერა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, ეკა ლომია რომელსაც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში ფარული კამერა აქვს დამაგრებული, ხელს აწერს საწევროების მობილიზების შესახებ 18 აპრილს შედგენილ ოქმს.
XS
SM
MD
LG