Accessibility links

logo-print

კარაჩიში ესროლეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელს


პაკისტანის უდიდეს ქალაქ კარაჩიში დაჭრეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც პოლიომელიტის ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილეობდა. დაიჭრა მისი მძღოლიც. პოლიციის ცნობით, მანქანას, რომელიც ორგანიზაციას ემსახურებოდა, ესროლეს ქალაქის იმ რაიონში, სადაც ავღანელი ლტოლვილები ცხოვრობენ. ადრე ვაქცინაცია შეწყდა სხვა არეალებშიც, თალიბანის მუქარის გამო. თალიბანი აცხადებს, რომ აცრებს მხოლოდ მას შემდეგ დაუშვებს, რაც შეწყდება უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმები.
XS
SM
MD
LG