Accessibility links

თურქეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ისინი ორმხრივ ურთიერთობებსა და სირიის საკითხზე იმსჯელებენ. რუსეთი წინააღმდეგია დამასკის მიმართ სანქციების დაწესების. თურქეთი კი, ასადის რეჟიმის მოქმედებებს მწვავედ აკრიტიკებს. ერდოანი და პუტინი იმსჯელებენ აგრეთვე თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში. რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ მხრივ მას მხოლოდ გერმანია უსწრებს. თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში 31,8 მილიარდი დოლარიათ განისაზღვრება. რუსეთი თურქეთის მთვარი პარტნიორია ბუნებრივი აირის წარმოებაში. 2011 წელს თურქეთში რუსეთიდან 26 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განხორციელდა.
XS
SM
MD
LG