Accessibility links

logo-print

რუსეთი და დასავლეთი კვლავ ვერ თანხმდებიან სირიის საკითხზე


კვლავაც განსხვავებულია რუსეთისა და დასავლეთის მიდგომა სირიაში არსებული მდგომარეობის მიმართ. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭი უნდა უყარონ რეზოლუციის პროექტს სირიის შესახებ. რუსეთი ეწინააღდეგება შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სირიის მიმართ სანქციების დაწესებასა და გაეროს ქარტიის მეშვიდე თავის ამოქმედებას. ეს თავი გულისხმობს კონფლიქტის დასრულებისთვის ძალის გამოყენებას. სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ არაოფიციალურად განიხილა რუსეთის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი სირიის შესახებ. გაერომ 20 ივლისისთვის უნდა მიიღოს ახალი რეზოლუცია სირიის შესახებ, რადგან პარასკევს ვადა ეწურება გაეროს მეთვალყურეთა მისიას სირიაში.
XS
SM
MD
LG