Accessibility links

პაკისტანში აფეთქებამ იმსხვერპლა 12 ადამიანი


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 12 ადამიანი შეეწირა ბომბის აფეთქებას. ნახევრად ავტონომიურ ორაკზაის რეგიონთან ახლოს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა მინი-ავტობუსი. ავტობუსი ახალი გამოსული იყო ორაკზაიდან, სადაც პაკისტანის თალიბანის მეომრები არიან გამაგრებული, როცა სოფელ უსტარზაისთან ნაღმზე აფეთქდა. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ყველა დაღუპული შიიტური უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ.
XS
SM
MD
LG