Accessibility links

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში რატიფიცირებულ იქნა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში რატიფიცირებულ იქნა ოქმი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების შესახებ. ოქმს მხარი დაუჭირა პალატის 144-მა წევრმა სულ 166-დან. ახლა მოსალოდნელია, რომ მას ხელს მოაწერს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რის შემდეგაც ოქმი ძალაში შევა. სახელმწიფო სათათბირომ გასულ კვირაში გამოუცხადა მხარდაჭერა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. მოსკოვი თითქმის 20 წელი აწარმოებდა მოლაპარაკებას გაწევრიანების საკითხზე. ამ მიმართულებით მოსკოვის ძალისხმევას, რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, ბოლო დაბრკოლება მოეხსნა 2011 წლის 9 ნოემბერს, როცა კომპრომისული შეთანხმებით დასრულდა საქართველოსთან შვეიცარიის შუამავლობით მოლაპარაკება. შეთანხმება ეხება რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთბრუნვის გაკონტროლებას. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია 2011 წლის დეკემბერში დათანხმდა რუსეთის მიღებას.
XS
SM
MD
LG