Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერი „შთამბეჭდავ ნაბიჯად“ მიიჩნევს ლიბიაში ჩატარებულ არჩევნებს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აქებს ლიბიაში ჩატარებულ არჩევნებს, როგორც „შთამბეჭდავ წინგადადგმულ ნაბიჯს“ დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე მას შემდეგ, რაც შარშანდელი სამოქალაქო ომის შედეგად ბოლო მოეღო მუამარ კადაფის მმართველობას. რასმუსენის ეს შეფასება მოჰყვა ლიბიაში არჩევნების შედეგების გამოცხადებას. სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, 80-ადგილიან პარლამენტში პარტიებისათვის განკუთვნილი მანდატებიდან ყველაზე მეტი, 39 ერგო ლიბერალურ პოლიტიკურ ძალას - ეროვნული ძალების ალიანსს, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი დროებითი პრემიერ-მინისტრი, მაჰმუდ ჯიბრილი. მეორე ადგილზეა ლიბიის წამყვანი ისლამისტური ჯგუფი, „სამართლიანობისა და მშენებლობის პარტია“ 17 მანდატით. თუმცა, პარლამენტის ზოგადი ორიენტაცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაჯგუფდებიან დამოუკიდებელი პარლამენტარები. მათ ხელშია 120 საპარლამენტო მანდატი.
XS
SM
MD
LG