Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაანადგურეს 23 სატვირთო მანქანა, რომელიც ნატოს ამარაგებდა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტებმა გაანადგურეს 23 ბენზინმზიდი და სატვირთო მანქანა, რომლებიც ამარაგებდა უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებს. ჩრდილოეთში მდებარე სამანგანის პროვინციის უშიშროების სამსახურის უფროსმა, ხალილ ანდარაბიმ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ დაშავდა, სულ ცოტა, ერთი მძღოლი. ჯერ არ არის ცნობილი, რა ბედი ეწიათ დანარჩენებს. სატვირთო მანქანები გაჩერებული იყო რაბატაკის რაიონში. მძღოლები ისვენებდნენ, როცა იერიში მოეწყო. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, ავტოკოლონა უზბეკეთიდან მიემგზავრებოდა სამხრეთ ავღანეთის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG