Accessibility links

logo-print

ნაციონალურ მოძრაობას დებატებში იწვევს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია


ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ დებატებში იწვევს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ დღეს განაცხადა, რომ დებატებისას დაამტკიცებენ თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი მოქალაქეებმა მმართველ პარტიას. გურამ ჩახვაძე საზოგადოებას მიმართავს, არ დადოს ხელშეკრულება ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელმაც რვა წლის განმავლობაში ვერ შეასრულა ვერცერთი დანაპირები. 17 ივლისს მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო პროგრამა "ხელშეკრულება საქართველოსთან."
XS
SM
MD
LG