Accessibility links

logo-print

სირიაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ასადის გარემოცვის მეოთხე წევრი


სირიიდან გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მეოთხე წევრი შეეწირა ოთხშაბათს, მნიშვნელოვანი სამთავრობო შეხვედრის დროს მეამბოხეების მიერ მოწყობილ აფეთქებას. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი, იბრაჰიმ ალ-შაარი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მიღებული ჭრილობებისგან. თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ასადის სიძე, ასეფ შავკატი და კრიზისულ ვითარებებთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელიი ჰასან თურქომანი ადგილზე დაიღუპნენ აფეთქების შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა თავისუფალი სირიის არმიამ იკისრა. გაეროს უშიშროების საბჭომ ხუთშაბათამდე გადადო იმ რეზოლუციის კენჭისყრა, რომელმაც დამასკს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესოს. ვეტოს უფლების მქონე რუსეთმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეზოლუციის წინააღმდეგია. ვაშინგტონში თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადებით, მეამბოხეების მიერ მოწყობილი თავდასხმა მოწმობს, რომ ასადი ქვეყანაზე კონტროლს კარგავს. სირიაში უკვე 16 თვეა მიმდინარეობს ამბოხება, რომელსაც უკვე სამოქალაქო ომად განიხილავენ.
XS
SM
MD
LG