Accessibility links

სტიქიამ დააზარალა საქართველოს რეგიონები


ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში შექმნა პრობლემები. კახეთში - გურჯაანში, თელავსა და ლაგოდეხში - მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თელავში, სადაც რამდენიმე სახლის კედელი ჩამოინგრა. გურჯაანში და თელავში ქარმა სახლებს სახურავებიც გადახადა. სტიქიამ პრობლემები შექმნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც- აქ მოვარდნილმა წყალმა ახალციხისა და ვალეს მოსახლეობას დაუხოცა შინაური ფრინველი. ახალციხეში დაზიანდა რამდენიმე სახლი. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ღორღმა კობი-გუდაურის გზაც ჩახერგა.
XS
SM
MD
LG