Accessibility links

logo-print

დამასკში, მთავრობის შტაბ-ბინასთან შეტაკებებია


დამასკში, სირიის მთავრობის შტაბ-ბინის სიახლოვეს შეტაკებები მიმდინარეობს სამთავრობო ჯარსა და ოპოზიციის მებრძოლებს შორის. ერთი დღით ადრე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სულ მცირე სამი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა მეამბოხეების მიერ მოწყობილ აფეთქებას. ადგილობრივი ხალხის ინფორმაციით, სირიის არმია დამასკის უბნებში არტილერიით ცდილობს მეამბოხეების მოგერიებას. ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ ასადს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. მისი ადგილსამყოფელი უცნობია. გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს მოგვიანებით უნდა იმსჯელოს სირიის შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტზე. თუმცა რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ ვეტოს დაადებენ ნებისმიერ წინადადებას, რომელშიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება იქნება გათვალისწინებული. სირიაში უკვე 16 თვეა მიმდინარეობს ამბოხება, რომელსაც უკვე სამოქალაქო ომად განიხილავენ.
XS
SM
MD
LG