Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გამყრელიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა


"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები "ახალი მემარჯვენეებისთვის" ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს პარლამენტის. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მგელაძე იქნება, ქობულეთის - ხათუნა კახაძე, შუახევის - იოსებ დავითაძე, ქედის - გელა გორგილაძე და ხელვაჩაურის - თემურ ქიძინიძე.
XS
SM
MD
LG