Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ფრანგი კონსულტანტები საქართველოში არ შემოუშვეს


”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ფრანგი კონსულტანტები საქართველოში არ შემოუშვეს - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისი განმარტებით, ივანიშვილი უკვე ორი წელია სარგებლობს უსაფრთხოების ფრანგული კომპანიის მომსახურებით და მისი კონსულტანტები თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ, თუმცა, 18 ივლისს კომპანიის ორი წარმომადგენელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან დააბრუნეს. "მიგვაჩნია, რომ მსგავსი მოქმედება პოლიტიკურად მოტივირებულია და განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პირად უსაფრთხოებას”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ”ქართული ოცნება” შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან ოფიციალურ განმარტებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG