Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ყველა და საქართველოს რამდენიმე რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მთაწმინდის რაიონში კენჭს ზაზა პაპუაშვილი იყრის, ვაკეში - შალვა შავგულიძე, საბურთალოს რაიონში - დავით უსუფაშვილი, კრწანისში - შოთა ხაბარელი, ისანში - ნუკრი ქანთარია, სამგორში - ზურაბ აბაშიძე, ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძე, დიდუბეში - ვახტანგ ხმალაძე, ნაძალადევში - თეა წულუკიანი და გლდანში - სოსო ჯაჭვლიანი. ამბროლაურის რაიონში წარდგენილია - დავით დარახველიძე, წალენჯიხაში - გიორგი ნაჭყებია, მარტვილის რაიონში - მურთაზ ხურცილავა, ხონში - ნიკა სანოძე, ჭიათურაში - მალხაზ წერეთელი და საგარეჯოს რაიონში - თინა ხიდაშელი. რაც შეეხება ახალქალაქს, ცაგერს, ნინოწმიდას, ზუგდიდს და მარნეულს, მათი მაჟორიტარობის კანდიდატებს ბიძინა ივანიშვილი უახლოეს დღეებში დაასახელებს. დღეს მან განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი მაჟორიტარ კანდიდატად არ დასახელდება და ისინი საქმიანობას კოალიციის შტაბში გააგრძელებენ. მათ შორის არიან დავით საგანელიძე, დავით და ლევან ბერძენიშვილები, კახა შარტავა, სოზარ სუბარი, რევაზ შავიშვილი, გია ცაგარეიშვილი, დავით ზურაბიშვილი, გოგი თოფაძე და მაია ფანჯიკიძე.
XS
SM
MD
LG