Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონში 1300 რეზერვისტია მობილიზებული


სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონში 1300 რეზერვისტია მობილიზებული - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მისივე ცნობით, სტიქიის ზონაში მუშაობს საინჟინრო ბატალიონი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, რომელიც რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ აღმოფხვრამდე დარჩება. ძლიერი სეტყვის და ქარიშხლის შედეგად საქართველოში ამ დრომდე ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა ათასობით ადამიანი. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქებში ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღის ბოლოსთვის დასრულდება, განადგურებული ელექტრობოძების სრულად აღდგენას კი დაახლოებით ორი დღე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG