Accessibility links

logo-print

ირანი უარყოფს კავშირს ბულგარეთში მომხდარ აფეთქებასთან


ბულგარეთში ირანის საელჩო უარყოფს ისრაელის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ ირანის ხელი ერია საკურორტო ქალაქ ბურგასში ავტობუსის აფეთქებაში, რასაც სულ მცირე შვიდი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ისრაელის ხუთი მოქალაქე. ხუთშაბათს გავრცელებულ ცნობაში საელჩო „უსაფუძვლოს“ უწოდებს ისრაელის ბრალდებებს. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ირანს და მის ლიბანელ მოკავშირე ჰესბოლას დასდეს ბრალი ოთხშაბათის თავდასხმის მოწყობაში. ისრაელელი ტურისტები ბურგასში თელ-ავივიდან ჩავიდნენ და აეროპორტში ავტობუსში ადიოდნენ, როცა აფეთქება მოხდა. ბულგარეთის ოფიციალური პირების თანახმად, დაღუპული არიან ისრაელის ხუთი მოქალაქე, ბულგარელი მძღოლი და თავად თვითმკვლელი მოიერიშე. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის თქმით, თავდამსხმელს თან ჰქონდა ამერიკული მართვის მოწმობა, რომელიც ყალბი იყო. მისი ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG