Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონი ისლამაბადს და ქაბულს ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი ავღანეთს და პაკისტანს მოუწოდებს ერთობლივი ძალებით ებრძოლონ ექსტრემისტებს, რომლებსაც ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონში უდევთ ბინა. კამერონის თქმით, ტერორისტებს როგორც პაკისტანისთვის, ისე ავღანეთისთვის სურთ ძირის გამოთხრა და ამიტომ ეს ქვეყნები მათ ერთიანი ძალებით უნდა დაუპირისპირდნენ. კამერონმა და ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ ხუშაბათს პირველი შეხვედრა გამართეს პაკისტანის ახალ პრემიერ-მინისტრთან, რაჯა პერვეზ აშრაფთან. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტორს, რომ თალიბანთან მოლაპარაკებაში წარმატების მისაღწევად ავღანეთს პაკისტანისგან მხარდაჭერა ესაჭიროება. ბრიტანეთის, აშშ-ის და ავღანეთის მთავრობები პაკისტანს უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საკმარის ძალისხმევას არ ავლენს იმ თავდასხმების აღსაკვეთად, რომლებსაც პაკისტანში დაფუძნებული ტერირისტები აწყობენ საზღვრის ორივე მხარეს. ისლამაბადი აცხადებს, რომ ექსტრემისტების ნაწილი საზღვარს ავღანეთის მხრიდან კვეთს და პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს ესხმის თავს.
XS
SM
MD
LG