Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრი "ჰიზბოლას" ადანაშაულებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ აფეთქება, რომლის შედეგადაც ბულგარეთში ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ისრაელის ხუთი მოქალაქე, მოაწყო ლიბანში მოქმედმა მოძრაობა "ჰიზბოლამ" ირანთან ერთად. როგორც ნეტანიაჰუმ იერუსალიმში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, ბულგარეთში თავდასხმა განახორციელა "ჰიზბოლამ", ირანის "წამყვანმა ტერორისტმა" მოკავშირემ. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ისრაელი განაგრძობს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლას და დიდ საფასურს გადაახდევინებს იმათ, ვინც მხარს უჭერს ტერორიზმს.
XS
SM
MD
LG