Accessibility links

logo-print

ანქვაბი წინააღმდეგია კავკასიონზე ავტომაგისტრალის გაყვანისა


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი წინააღმდეგია პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს კავკასიონზე ავტომაგისტრალის გაყვანას. ამის შესახებ მან განაცხადა ხუთშაბათს, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. ანქვაბის თქმით, მან იმდენივე იცის ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკისა და სოხუმის დამაკავშირებელი გზის პროექტის შესახებ, რამდენიც ჟურნალისტებმა, მაგრამ მაინც გამოთქვამს თავის აზრს, როგორც „მოქალაქე და რესპუბლიკის ხელმძღვანელი“: "მე ამ პროექტის წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს, რომ კოდორის ხეობა ჩვენთვის ბუნების უნიკალური ძეგლია. აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამ ალბათ არც იცის, რა საგანძური გვაქვს", - განაცხადა ანქვაბმა და გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში ყოფილ პრეზიდენტთან, ბაღაფშთან ერთად მსჯელობდა კოდორში ეროვნული პარკის შექმნის აუცილებლობაზე.
XS
SM
MD
LG