Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა დაიკავეს სასაზღვრო პუნქტები


სირიელმა მეამბოხეებმა სისხლისმღვრელი ბრძოლის შედეგად ერაყთან და თურქეთთან დამაკავშირებელი რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი დაიკავეს. სირიელი აქტივისტების ცნობით, რამდენიმე სასაზღვრო პუნქტზე განხორციელდა შეტევა და მეამბოხეები ერაყთან დამაკავშირებელ მინიმუმ ერთ მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს აკონტროლებენ აბუ კამალთან, სადაც 21 სამხედრო დახოცეს. ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ადნან ასადმა სააგენტო ”ფრანს პრესს” განუცხადა, რომ მეამბოხეებმა ”სირიის გათავისუფლების არმიიდან” ორი ქვეყნის საზღვარზე არსებულ ყველა პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს თურქეთთან დამაკავშირებელი ორი სასაზღვრო პუნქტი - ბაბ ალ-ჰავა და ჯარაბლუსი. მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანის დათმობა მოუხდათ.
XS
SM
MD
LG