Accessibility links

logo-print

დააკავეს თათრეთის მუსულმან ლიდერებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები


რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში დააკავეს მუსულმან ლიდერებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი ოთხი პირი. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა. თავდასხმები ხუთშაბათს საღამოს მოეწყო ყაზანში: მუფტი ილდუს ფაიზოვი დაიჭრა მანქანის აფეთქების შედეგად, ხოლო მისი ყოფილი მოადგილე, ვალიულა იაკუპოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მარკინის განცხადებით, დაკავებულ ეჭვმიტანილებს შორის არის სამოგზაურო ბიუროს მფლობელი, რომლის კომპანიაც სპეციალიზებულია მექაში მუსლიმთა ყოველწლიური მოგზაურობის, ანუ ჰაჯში მონაწილეობის ორგანიზებაზე. მარკინი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თავდასხმები შესაძლოა უკავშირდებოდეს უთანხმოებას ჰაჯის დაფინანსების გარშემო. ფაიზოვის მოკვლის მცდელობას „ტერორისტულ თავდასხმად“ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG