Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ცეცხლი გაუჩნდა ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს


დღეს დილით ბაქოში ცეცხლი გაუჩნდა ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, ხანძარი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მის ჩასაქრობად საჭირო შეიქნა 50-მდე სახანძრო ბრიგადის მობილიზება. ცეცხლთან ბრძოლაში, რასაც ძლიერი ქარი ართულებდა, რამდენიმე შვეულმფრენიც მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები და ბაქოს მერიის თანამშრომლები. ბაქოს მთავარი პროკურორის, აზიზ სეიდოვის განცხადებით, ნაადრევია საუბარი იმაზე, რამ გამოიწვია ხანძარი. მიმდინარეობს გამოძიება. ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ოფიციალური მონაცემებით, 250 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
XS
SM
MD
LG