Accessibility links

სირიაში იზრდება მსხვერპლის რიცხვი


სირიელი აქტივისტების ცნობით, ხუთშაბათს 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა დამასკში და სირიის სხვა ქალაქებში შეტაკებების შედეგად, რაც მიჩნეულია ყველაზე მრავალრიცხოვან მსხვერპლად ერთი დღის მაჩვენებლებით მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის" ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ჯარისკაცები, მეამბოხეები და სამოქალაქო პირები. ამ ცნობას დამოუკიდებელი წყაროები ვერ ადასტურებენ. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს შეფასებით, განვლილი 48 საათის განმავლობაში 30 000-მდე სირიელია გადასული ლიბანის ტერიტორიაზე. ხუთშაბათს რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს დასავლეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა სანქციებით მუქარას სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG