Accessibility links

ისრაელში დაკრძალეს ბულგარეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულები


ისრაელში დაკრძალეს ბულგარეთში ტურისტული ავტობუსის აფეთქების შედეგად დაღუპული ხუთი ადამიანი. აფეთქებამ, რომელიც საკურორტო ქალაქ ბურგასში ოთხშაბათს მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, შვიდი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ისრაელის ხუთი მოქალაქე. დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ ირანსა და მოძრაობა „ჰიზბოლას“ აკისრებს აფეთქებაზე პასუხისმგებლობას, თუმცა, ისინი ბრალდებას უარყოფენ.
XS
SM
MD
LG