Accessibility links

logo-print

ბულგარეთი აცხადებს, რომ ბურგასში აფეთქება უცხოელმა მოაწყო


ბულგარეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, უცხოელი იყო თვითმკვლელი თავდამსხმელი, რომელმაც საკურორტო ქალაქ ბურგასში, ტურისტულ ავტობუსში მოწყობილი აფეთქების შედეგად მოკლა ისრაელის ხუთი მოქალაქე. მსხვერპლი დღეს დაკრძალეს ისრაელში. ბურგასის აეროპორტში ოთხშაბათს მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტობუსის მძღოლიც, ისევე როგორც თვითონ ამფეთქებელი. დაიჭრა 30-ზე მეტი პირი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ ირანსა და მოძრაობა „ჰიზბოლას“ აკისრებს აფეთქებაზე პასუხისმგებლობას, თუმცა ისინი ბრალდებას უარყოფენ.
XS
SM
MD
LG