Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტის ცენტრში აღიმართება ანთიმოზ ივერიელის ქანდაკება


რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში აღიმართება ანთიმოზ ივერიელის ბრინჯაოს ქანდაკება. გაზეთ „ადევარულის“ ცნობით, მოქანდაკე მიჰაი ისტუდორის მიერ შექმნილი ძეგლი დაიდგმება წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის შესასვლელთან, ბუქარესტის ცენტრალურ რაიონში. ისტუდორმა გაიმარჯვა 2010 წელს ჩატარებულ კონკურსში, რომელშიც რუმინეთის არაერთი ცნობილი მოქანდაკე მონაწილეობდა. ჰონორარსა და ქანდაკების დადგმასთან დაკავშირებულ ხარჯებს (120 ათას ევროს) ბუქარესტის მერია გაიღებს. ანთიმოზ ივერიელი - წარმოშობით ქართველი მწიგნობარი, მესტამბე, განმანათლებელი, პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე - რუმინეთში (ვლახეთში) მოღვაწეობდა მე-17-მე-18 საუკუნეებში და წმინდანად არის შერაცხული როგორც საქართველოს, ისე რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ.
XS
SM
MD
LG