Accessibility links

logo-print

პარიზში გაუქმდა ბეტმენის შესახებ ახალი ფილმის პრემიერა


პარიზში გაუქმდა ბეტმენის შესახებ ახალი ფილმის პრემიერა მას შემდეგ, რაც 14 ადამიანი იქნა მოკლული აშშ-ის ქალაქ აურორაში (კოლორადოს შტატი) ფილმის ჩვენებისას მოწყობილი თავდასხმის შედეგად. პარიზში კინოფილმ „ბნელი რაინდის აღზევების“ პრემიერას უნდა დასწრებოდა მასში გადაღებული რამდენიმე კინოვარსკვლავი, მათ შორის კრისტიან ბეილი. პარიზის პრემიერის გაუქმება რამდენიმე საათში მოჰყვა თავდასხმას, რომელშიც ეჭვმიტანილია 24 წლის ჯეიმს ჰოლმსი. ის პოლიციამ დააკავა უშუალოდ ინციდენტის შემდეგ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ შეწყვიტა საარჩევნო კამპანია ფლორიდაში და განაცხადა, რომ „შოკირებული და დამწუხრებულია“ თავდასხმის გამო.
XS
SM
MD
LG