Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს


სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით მიიღებს კომპენსაციას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა თელავის რაიონის სოფელ შალაურში პარასკევს გამართულ ბრიფინგზე. მერაბიშვილის განმარტებით, პირველი კატეგორიის მოქალაქეები, რომლებმაც მოსავლის 100% დაკარგეს, მიიღებენ 1300-დან 1500 ლარამდე თანხას. მეორე კატეგორია ვრცელდება მათზე, ვისაც სტიქიამ გაუნადგურა მოსავლის 70-80% და ამ შემთხვევაში კომპენსაცია იქნება 800-დან 900 ლარამდე. ხოლო ის გლეხები, რომლებმაც მოსავლის ნახევარი დაკარგეს, სახელმწიფოსგან მიიღებენ 300-დან 500 ლარამდე თანხას. ვანო მერაბიშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ ერთი წლის განმავლობაში პროცენტი არ დაერიცხება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საბანკო კრდიტებს, უკვე დარიცხულს კი სახელმწიფო დაფარავს.
XS
SM
MD
LG