Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულების დახმარებას ცდილობს


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე 10 მილიონ ლარი გადარიცხა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. „შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება.“ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ტრანზაქციის შედეგად, მთავრობას გაუჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი, იქნება ეს დაკარგული მოსავალი, დახოცილი პირუტყვი თუ დაზიანებული კარ-მიდამო. „იმისათვის, რომ მთავრობამ საბიუჯეტო სახსრებით დროული, სამართლიანი და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საჭირო იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგის დაწესება თითოეული ოჯახისთვის მიყენებული ზარალის ობიექტურ შეფასებასა და მის დროულ და სრულ ანაზღაურებაზე", - აღნიშნულია კოალიცია „ქართული ოცნების
განცხადებაში.
XS
SM
MD
LG