Accessibility links

სასამართლომ გასცა სასულიერო პირებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირის დაპატიმრების სანქცია


„ინტერფაქსის“ ცნობით, თათრეთში, ყაზანში, დღეს სასამართლომ გასცა რელიგიურ პირებზე თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირის დაპატიმრების სანქცია. ადრე იუწყებოდნენ, რომ დააკავეს სასულიერო პირებზე თავდასხმების მოწყობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი- რესპუბლიკის მაჰმადიანთა სასულიერო მართვის ძალოვან სტრუქტურებთან კავშირის განყოფილების ხელმძღვანელი, მარატ კუდაკაევი. ხუთშაბთს ყაზანში თავს დაესხნენ ორ სასულიერო პირს, თათრეთის მუფთის, ილდუს ფაიზოვს, რომელიც დაშავდა, და მის ყოფილ მოადგილეს, ვალიულა იაკუპოვს, რომელიც ტყვითთ მოკლეს. მკვლელობის მთავარი ვერსია მათი პროფესიული საქმიანობაა, ორივე ეს პირი ცნობილი არიან, როგორც რელიგიურ ექსტრემიზმთან მებრძოლები.
XS
SM
MD
LG