Accessibility links

logo-print

აშშ-ში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა


შტატ კოლორადოს ქალაქ ავრორაში, კინოთეატრში სროლის შედეგად დახოცილთა ხსოვნის პატივსაცემად, აშშ-ში ხუთთდღიანი გლოვა გამოცხადდა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ასევე მისმა მეტოქემ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მიტ რომნიმ, გადადეს შაბათკვირისთვის დაგეგმილი ყველა სააგიტაციო შეხვედრა და ეთერიდან მოხსნეს წინასაარჩევნო ვიდეორგოლები. პარასკევს ღამით, 24 წლის ჯეიმს ჰოლსმა ქეტმენზე კინოფილმის პრემიერის დროს ცეცხლი გაუხსნა დარბაზში მყოფთ და 12 ადამიანი დახოცა, 59 დაშავდა. ჰოლმსი კინოთეატრის ავტოსადგომზე დააკავეს. დანაშაულის მოტივები არაა ცნობილი.
XS
SM
MD
LG