Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი: დამასკმა „აშკარად ვერ შეძლო“ სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებამ „აშკარად ვერ შეძლო" სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყოველი ღონე იხმაროს სირიაში ძალადობის აღსაკვეთად. ხორვატიაში მყოფი ბან კი მუნის თქმით, „სირიაში გაეროს მანდატის 30 დღით გაგრძელება აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება კონფლიქტის ყველა მონაწილეს და პირველ რიგში, სირიის ხელისუფლებას, რომელმაც უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა და არ გამოიყენოს მათ მიმართ მძიმე შეიარაღება. ყოველგვარი საბრძოლო ოპერაცია უნდა შეწყდეს“. გაეროს გენერალური მდივანი გამოთქვამს მოწოდებას, სწრაფად მოხდეს სირიელების მეთაურობით მშვიდობიანი პოლიტიკური ცვლილება და დაიწყოს დიალოგი. ბან კი მუნის აზრით, გაეროს უშიშიროების საბჭომ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ამ მიმართულებით. მისივე თქმით, ვითარების შესაფასებლად ის სირიაში მიავლენს თავის მოადგილეს სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში, ერვე ლადსუს.
XS
SM
MD
LG