Accessibility links

logo-print

სეოკ-ის პრეზიდენტი საქართველოს ოლიმპიურ შანსებზე


გია ნაცვლიშვილი

გია ნაცვლიშვილი

სულ რამდენიმე დღეც და ლონდონში საზეიმოდ გაიხსნება ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშები. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში - 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე - მსოფლიოს სპორტის მოყვარულთა ყურადღება გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქისკენ იქნება მიმართული. ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდებიან სპორტის 36 სახეობაში; მათგან ზუსტად ერთ მესამედში - 12-ში - მონაწილეთა შორის საქართველოს წარმომადგენლებიც იქნებიან. 1996 წლის ატლანტის თამაშებიდან მოყოლებული, საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია შედეგებს, სულ უფრო აუმჯობესებს. ამ ტრადიციის გაგრძელებას გულშემატკივარი ამჯერადაც ელის. რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინი? იმედი, რომ პეკინის ოლიმპიადის ოთხი წლის წინანდელი შედეგი (სამი ოქრო, სამი ბრინჯაო) ლონდონში გაუმჯობესდება? ამ და სხვა თემებზე სალაპარაკოდ ჩვენი სპორტული მიმომხილველი ოთო მაღლაკელიძე შეხვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს გია ნაცვლიშვილს, რომელმაც საუბარი ქართველი სპორტსმენების სამზადისით დაიწყო.

XS
SM
MD
LG