Accessibility links

logo-print

ამწის დაცემის შედეგად ჩამოინგრა ბათუმის თოჯინების თეატრის ფასადი


დღეს ამწის დაცემის შედეგად ჩამოინგრა ბათუმის თოჯინების თეატრის ფასადი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმის თოჯინების თეატრი მე-19 საუკუნის ისტორიული შენობაა; მას რეკონსტრუქცია უტარდება და შენობისგან მხოლოდ ფასადი იყო დარჩენილი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ცინცაძემ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ თოჯინების თეატრს თავდაპირველი სახით აღადგენენ.
XS
SM
MD
LG