Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია "მაესტროს"


მედიასაშუალებებმა დღეს გაავრცელეს ტელეკომპანია ”მაესტროს” მხარდამჭერი მიმართვა. ისინი უკანონოდ მიიჩნევენ ”მაესტროს” კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტს და პროკურატურას ყადაღის დაუყოვნებლივ მოხსნას სთხოვენ. “მაესტროს” გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შეხვედრა გამართეს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღებით დაირღვა როგორც გამოხატვის თავისუფლება, ისე ადამიანის უფლება, მიიღოს რაც შეიძლება მეტი განსხვავებული ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG