Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მეამბოხეებმა დაიკავეს მეორე გამშვები პუნქტი სირია-ერაყის საზღვარზე


ერაყის ნინევას პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, შაბათს სირიის მეამბოხეთა არმიამ დაიკავა მეორე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ორი ქვეყნის საზღვარზე. გუბერნატორ ათილ ალ-ნუჯაიფის თქმით, შაბათს, ნაშუადღევს, იარიბიას (ერაყში რარიბიად ცნობილ) გამშვებ პუნქტზე კონტროლი დაამყარა სირიის თავისუფალმა არმიამ. მეამბოხეებმა ხუთშაბათს დაიკავეს ერაყის ქალაქ ყაიმთან მდებარე სხვა გამშვები პუნქტი. სირიის მთავრობამ თავისი ჯარები სასაზღვრო რაიონებიდან ქალაქებში გადაიყვანა მეამბოხეებთან საბრძოლველად. ერაყის ჯარებმა გადაკეტეს გამშვები პუნქტები; ნუჯაიფის თანახმად, კვირას, როცა ისინი კვლავ გაიხსნება, მათზე მხოლოდ ერაყელებს გაატარებენ. მისივე თქმით, ერაყმა არ იცის, ვისთან აქვს საქმე მეორე მხარეს.
XS
SM
MD
LG