Accessibility links

პუტინმა ხელი მოაწერა ოქმს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის ოქმის რატიფიცირების შესახებ. ამას კრემლის პრესსამსახური იტყობინება. დოკუმენტი სათათბირომ ადრე დაამტკიცა. მას არ მიემხრენ ოპოზიციური პარტიები. საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში ხელმოწერილი ოქმი ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად ცნო. დოკუმენტის რატიფიკაციის შემდეგ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი ხდება.
XS
SM
MD
LG