Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთში დაკავებულია სასულიერო პირებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ათი პირი


თათრეთის დედაქალაქ ყაზანში სასამართლომ გასცა რელიგიურ პირებზე თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირის დაპატიმრების სანქცია. „ინტერფაქსის“ ცნობით, დღესვე, თათრეთის არის რაიონში დააკავეს კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი. ყაზანის ტელეარხ „ეფირის“ თანახმად, მათ შორისაა ადგილობრივი მეჩეთის იმამი. ამ ეტაპზე სულ დაკავებულია ათი პირი. ხუთშაბათს ყაზანში თავს დაესხნენ ორ სასულიერო პირს, თათრეთის მუფთის, ილდუს ფაიზოვს, რომელიც დაშავდა, და მის ყოფილ მოადგილეს, ვალიულა იაკუპოვს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის მთავარი ვერსია მათი პროფესიული საქმიანობაა - ორივე ეს პირი რელიგიურ ექსტრემიზმთან მებრძოლად არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG