Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო იკვლევს ფუკუშიმის რეაქტორზე რადიაციის დონის გაყალბების ცნობას


იაპონიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იკვლევს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფუკუშიმის ატომურ რეაქტორზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს აიძულებდნენ დაემალათ მიღებული რადიაციული დასხივების დონე. გაზეთ „ასახი სიმბჰუნში“ გამოქვეყნებული სტატია იუწყება, რომ მუშებს აიძულებდნენ თავიანთინი დოზიმეტრები ტყვიის შალითებში ჩაედოთ, რათა აღნუსხულიყო დაბალი რადიაცია. ამის თაობაზე მუშებს აქვთ დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც. მაგრამ, ამავე ცნობით, ამ პირობის შესრულების შემთხვევაშიც კი, რადიაცია დაშვებულ დოზას აჭარბებდა. იაპონიის ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფა შარშან მოხდა ფუკუშიმის ატომურ სადგურზე, რაც ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამიმ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG